---
title: "მუხლი 29 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/29"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "29"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 29 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 29 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/29

1. დოკუმენტების გადაცემას შემსრულებელი მხარე ახორციელებს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მათ თან ახლავს დამოწმებული თარგმანები მის ენაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში დოკუმენტების გადაცემა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მიმღები თანახმაა მიიღოს ისინი.

2. მოთხოვნაში ზუსტად უნდა იყოს მითითებული პირის მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის ხასიათი.

3. იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაში პირის მისამართი დაუზუსტებულია, შემსრულებელი მხარე ღებულობს შესაბამის ზომებს მისამართის დასაზუსტებლად. თუ მისამართის დაზუსტება შეუძლებელია, იგი აცნობებს ამის შესახებ შემკითხველ ორგანოს და უბრუნებს გადასაცემ დოკუმენტს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/28.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/30.md
