---
title: "მუხლი 33 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/33"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "33"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/33

1. 29-ე მუხლის 1 ნაწილითა და 58-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, მოთხოვნას სამართლებრივი დახმარების შესახებ და თანდართულ დოკუმენტებს თან უნდა ერთოდეს თარგმანები შემსრულებელი მხარის ან ინგლისური ენაზე.

2. თარგმანის დამოწმება ხდება შემკითხველი მხარის მიერ, კომპეტენტური თარჯიმნის, ნოტარიუსის ან დიპლომატიური წარმომადგენლის ან საკონსულოს ოფიციალური პირის მიერ.

3. დოკუმენტები, რომლებიც მოპოვებულია მოთხოვნის შესრულების პროცესში, შედგენილი უნდა იყოს შემსრულებელი მხარის ენაზე. ნაწილი II. პირთა გადაცემა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/34.md
