---
title: "მუხლი 34 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/34"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "34"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 34 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 34 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/34

1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად, კისრულობენ ვალდებულებას, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად ან განაჩენის სისრულეში მოსაყვანად ერთმანეთს გადასცენ მათ ტერიტორიაზე მყოფი პირები.

2. პირის გადაცემა სისხლისსამართლებრივი დევნის განსახორციელებლად წარმოებს ისეთი ქმედებებისათვის, რომლებიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის თანახმად ისჯება თავისუფლების აღკვეთით 12 თვეზე მეტი ვადით ან უფრო მძიმე სასჯელით.

3. პირის გადაცემა განაჩენის სისრულეში მოსაყვანად წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ პირი მსჯავრდებულია თავისუფლების აღკვეთით 6 თვეზე მეტი ვადით ან უფრო მძიმე სასჯელით.

4. თუ გადაცემის მოთხოვნა ეხება რამდენიმე განსხვავებულ ქმედებას, რომელიც ხელშეკრულების მონაწილე ორივე მხარის კანონმდებლობის თანახმად ისჯება თავისუფლების აღკვეთით, მაგრამ რომელთა ნაწილიც არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებში მოცემულ პირობებს, გადაცემა შეიძლება მოხდეს იმ დანაშაულისათვის, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტების მოთხოვნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/33.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/35.md
