---
title: "მუხლი 35 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/35"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "35"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/35

1. გადაცემა არ მოხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირი, რომლის გადაცემასაც მოითხოვენ შემსრულებელი მხარის მოქალაქეა; ბ) მოთხოვნა გადაცემის თაობაზე მიუღებელია შემსრულებელი მხარისათვის მისი კანონმდებლობის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან სხვა კანონიერი საფუძვლის გამო; გ) პირის მიმართ, რომლის გადაცემის შესახებაც თხოვნაა გაგზავნილი, იმავე დანაშაულისათვის არსებობს შემსრულებელი მხარის მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ან დადგენილება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; დ) დანაშაული ჩადენილია შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ გადაცემა არ ხდება იმის გამო, რომ პირი შემსრულებელი მხარის მოქალაქეა, ამ უკანასკნელმა შემკითხველი მხარის დავალებით ამ პირის მიმართ უნდა აღძრას სისხლისსამართლებრივი დევნა. შემკითხველი მხარე წარუდგენს შემსრულებელ მხარეს დანაშაულთან დაკავშირებულ პირად საქმეს, ცნობებს და სხვა ინფორმაციას. შემკითხველი მხარე ინფორმირებული უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/36.md
