---
title: "მუხლი 36 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/36"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "36"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 36 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/36

1. მოთხოვნას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შესახებ უნდა ერთოდეს პირის პატიმრობაში აყვანის შესახებ დადგენილების დამოწმებული ასლი, დანაშაული ს შემადგენლობის აღწერა და კანონის ტექსტი, რომელიც განსაზღვრავს სასჯელს აღნიშნული დანაშაულისათვის, ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალის შემთხვევაში შეძლებისდაგვარად ზუსტად უნდა აღინიშნოს მისი მოცულობის შესახებ.

2. განაჩენის სისრულეში მოსაყვანად პირის გადაცემის მოთხოვნას უნდა დაერთოს განაჩენის დამოწმებული ასლი და კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც პირია მსჯავრდებული. თუ მსჯავრდებულმა მოიხადა სასჯელის ნაწილი, საჭიროა ამის შესახებ ეცნობოს შემსრულებელ მხარეს.

3. მოთხოვნა გადაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს პირის გვარს, სახელს, მონაცემებს მისი მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის, პირადი სტატუსის შესახებ, აგრეთვე ფოტოსურათსა და თითების ანაბეჭდებს.

4. მოთხოვნის წარმომდგენი მხარე ვალდებული არ არის დაურთოს მოთხოვნას მტკიცებულებანი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/37.md
