---
title: "მუხლი 40. გადაცემის გადავადება ან დროებითი გადაცემა — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/40"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "40"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. გადაცემის გადავადება ან დროებითი გადაცემა — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/40

1. შემსრულებელ მხარეს, გადაცემის შესახებ მოთხოვნაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შეუძლია გადადოს პირის გადაცემა, რათა პასუხისგებაში მისცეს იგი, ანდა სისრულეში მოიყვანოს ის განაჩენი, რომელიც გამოტანილ ია მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულისათვის.

2. შემსრულებელ მხარეს შეუძლია გადავადების ნაცვლად დროებით გადასცეს პირი ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველ მხარეს. პირი უნდა იქნეს დაბრუნებული იმ პროცესუალური მოქმედების ჩატარების შემდეგ, რომლისთვისაც იგი იყო გადაცემული. ამასთან, იგი დაბრუნებული უნდა იქნეს არაუგვიანეს 3 თვისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/39.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/41.md
