---
title: "მუხლი 42. სპეციალური წესი და მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/42"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "42"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. სპეციალური წესი და მესამე სახელმწიფოსათვის გადაცემის წესი — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 42 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/42

1. ხელშეკრულების მონაწილე მხარის თანხმობის გარეშე არ შეიძლება პირის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ან დასჯა იმ დანაშაულისათვის, რომელიც გადაცემის საფუძველი არ ყოფილა, აგრეთვე არ შეიძლება მისი გადაცემა მესამე სახელმწიფოსათვის შემსრულებელი მხარის თანხმობის გარეშე.

2. შემსრულებელი მხარის თანხმობა საჭირო არ არის შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ პირმა პროცესის დამთავრების, განაჩენის გამოტანის ან სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის განმავლობაში არ დატოვა შემკითხველი მხარის ტერიტორია. ამ ვადაში არ შედის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ამ პირს მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ შეეძლო დაეტოვებინა შემკითხველი მხარის ტერიტორია; ბ) გადაცემული პირი შემკითხველი მხარის ტერიტორიის დატოვების შემდეგ დაბრუნდა ამ ქვეყანაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/43.md
