---
title: "მუხლი 49 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/49"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "49"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 49 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 49 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/49

ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მსჯავრდებული პირები, ურთიერთშეთანხმებისა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, სასჯელის მოსახდელად გადაეცემიან ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარეს, რომლის მოქალაქეებიც ისინი არიან.

1. სასჯელის მოხდის მიზნით მსჯავრდებულის გადაცემა ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე განაჩენის გამომტანი მხარის წინადადებითა და ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის თანხმობით.

2. ხელშეკრულების მონაწილე მხარემ, რომლის მოქალაქეც არის მსჯავრდებული, შეუძლია მიმართოს მეორე მხარეს, რომლის სასამართლომაც გამოიტანა განაჩენი, მისი მოქალაქის გადაცემის შესახებ თხოვნით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/48.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/50.md
