---
title: "მუხლი 5 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/5"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/5

1. მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნის წარმომდგენი და მოთხოვნის შემსრულებელი ორგანოების დასახელებას; ბ) სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის საგანს; გ) მხარეთა სახელებს, მოქალაქეობას, ინფორმაციას მათი საქმიანობის და მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; დ) მხარეთა წარმომადგენლების სახელებსა და მისამართებს; ე) მოთხოვნის შინაარსს და მისი შესრულებისათვის აუცილებელ მონაცემებს.

2. მოთხოვნა სამართლებრივი დახმარების შესახებ შემკითხველი მხარის მიერ ოფიციალური წესით ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უნდა იყოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/6.md
