---
title: "მუხლი 54 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/54"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "54"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 54 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/54

1. თუ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები შეთანხმდებიან მსჯავრდებულის გადაყვანაზე, შემსრულებელი ქვეყნის კომპეტენტური ორგანო გადაწყვეტილებაში მოცემული განაჩენის აღსრულების შესახებ, განსაზღვრავს სასჯელის ისეთივე ხარისხსა და ვადას, რაც განაჩენითაა დადგენილი.

2. თუ სასჯელი თავისი ხასიათით ან ხანგრძლივობით არ შეესაბამება აღმსრულებელი მხარის კანონმდებლობას, ამ უკანასკნელის კომპეტენტურმა ორგანომ შეუძლია გამოიყენოს იმავე კვალიფიკაციის დანაშაულისათვის თავის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი. აღნიშნული სასჯელი თავისი ხასიათით, შეძლებისდაგვარად, უნდა შეესაბამებოდეს განაჩენში მითითებულ სასჯელს. ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის მიერ გამოყენებული სასჯელი თავისი ხასიათით არ შეიძლება იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე განაჩენში მითითებული სასჯელი და არ უნდა აღემატებოდეს ამ კვალიფიკაციის დანაშაულისათვის მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმუმს.

3. აღმასრულებელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს არ შეუძლია გამოიყენოს პირის თავისუფლების აღმკვეთი სასჯელის ნაცვლად სხვა რომელიმე სახის სასჯელი.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/55.md
