---
title: "მუხლი 6 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/6"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/6

1. სამართლებრივი დახმარების შესახებ მოთხოვნის შესრულებისას შესაბამისი ორგანო გამოიყენებს თავისი ქვეყნის მოქმედ კანონმდებლობას. ამასთან, ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის თხოვნით მას შეუძლია გამოიყენოს მეორე მხარის საპროცესო ნორმები, თუკი იგი არ ეწინააღმდეგება მისი სახელმწიფოს კანონმდებლობას.

2. თუ შემსრულებელი მხარის ორგანო არაკომპეტენტურია მოთხოვნის შესრულებაში, მაშინ იგი მოთხოვნას გადაუგზავნის კომპეტენტურ დაწესებულებას და ამის შესახებ აცნობებს შემკითხველ მხარეს.

3. მოთხოვნის შესრულების შემდეგ შემსრულებელი დაწესებულება საქმის მასალებს უგზავნის მოთხოვნის წარმომდგენ დაწესებულებას, აცნობებს მას მოთხოვნის შეუსრულებელი ნაწილის შესახებ და მისი შეუსრულებლობის მიზეზებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/7.md
