---
title: "მუხლი 64 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/64"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "64"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 64 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/64

1. 63-ე მუხლში გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ერთმანეთს უგზავნიან წერილობით მოთხოვნას, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) მოთხოვნის წარმომდგენი ორგანოს დასახელება; ბ) დოკუმენტები, რომლებიც ეხება მოთხოვნაში აღნიშნული დანაშაულის საგანს, დანაშაულის დროისა და ადგილის ჩათვლით; გ) შესაძლებლობის ფარგლებში მონაცემებს ეჭვმიტანილის ვინაობის, მოქალაქეობის, ადგილსამყოფლის ან საცხოვრებელი ადგილის შესახებ.

2.მოთხოვნას თან ერთვის ქვემოთ მითითებული დოკუმენტები: ა) მოთხოვნის წარმომდგენი მხარის ენაზე შედგენილი გამოძიების მასალები ან დედანთან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლები; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი ხასიათის ნივთები და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში გამოყენებული უნდა იქნეს ამ ხელშეკრულების 67-ე მუხლის დებულებები; გ) ხელშეკრულების მონაწილე შემკითხველი მხარის კანონის ტექსტი, რომლის საფუძველზეც ქმედება დანაშაულად არის მიჩნეული; დ) ეჭვმიტანილის ფოტოსურათი, აუცილებლობის შემთხვევაში, შეძლებისდაგვარად, მისი თითის ანაბეჭდი.

3.ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარე აცნობებს მეორე მხარეს სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შედეგებს და უგზავნის საბოლოო გადაწყვეტილების ასლს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/65.md
