---
title: "მუხლი 65 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/65"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "65"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 65 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/65

1. თუ ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირი ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს მოწმედ ესაჭიროება, შემსრულებელ მხარეს შეუძლია დათანხმდეს პირის დროებით გადაყვანაზე შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე იმ პირობით, რომ იგი პატიმრობაში იქნება და უკან გაიგზავნება პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში.

2. თუ საჭირო შეიქმნა მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირის მოწმის სახით მოსმენა, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ნებას რთავენ, ტრანზიტით გადაიყვანონ ეს პირი მათ ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის I და II პარაგრაფებში გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოიყენება ამ ხელშეკრულების 28-ე მუხლის დებულებები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/66.md
