---
title: "მუხლი 66 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/66"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "66"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 66 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 66 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/66

1. ნებისმიერი ნივთი, რომელიც დაკავშირებულია დანაშაულის ჩადენასთან ან რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მტკიცებულებას სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში, გადაცემული უნდა იქნეს შემკითხველი მხარისათვის, მაშინაც კი, თუ პირის გადაცემის განხორციელება შეუძლებელია მისი არყოფნის ან სხვა მიზეზების გამო.

2. შემსრულებელ მხარეს შეუძლია დროებით შეაჩეროს ნივთების გადაცემა, თუ ისინი მისთვის საჭიროა სხვა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისთვის.

3. აღნიშნულ ნივთებზე მესამე პირთა უფლებები დაცულია. ასეთი ნივთები უნდა დაუბრუნდეს შემსრულებელ მხარეს შესაბამისი პირებისათვის გადასაცემად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/65.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/67.md
