---
title: "მუხლი 68 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/68"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "68"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 68 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/68

1. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არანაკლებ წელიწადში ერთხელ უგზავნიან ინფორმაციას ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეების მიმართ მათ ტერიტორიაზე გამოტანილი და აღსრულებელი განაჩენების შესახებ.

2. ხელშეკრულების მონაწილე მხარეები, თხოვნის საფუძველზე, ერთმანეთს აწვდიან ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომლებიც მსჯავრდებულნი იყვნენ შემსრულებელი მხარის ტერიტორიაზე და აგრეთვე იმ პირთა შესახებ, რომელთა მიმართ უკვე წარმოებდა სისხლისსამართლებრივი დევნა შემკითხველი მხარის ტერიტორიაზე.

3. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში, ხელშეკრულების მონაწილე მხარეებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა გადაუგზავნონ ერთმანეთს მსჯავრდებულ პირთა თითის ანაბეჭდები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/67.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/69.md
