---
title: "მუხლი 7 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/7"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/7

1.შემსრულებელი დაწესებულება დოკუმენტების გადაცემას ახორციელებს მის სახელმწიფოში მოქმედი წესების შესაბამისად, თუ გადასაცემი დოკუმენტები შემსრულებლის ენაზეა შედგენილი ან დართული აქვს მის ენაზე დამოწმებული თარგმანი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მიმღებს მაშინ ჩაჰბარდება, თუკი იგი ნებაყოფილობით დათანხმდება მათ მიღებაზე.

2. დოკუმენტების გადაცემის შესახებ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს მიმღების ზუსტი მისამართი და გადასაცემი დოკუმენტის დასახელება.

3. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მისამართი არასრული ან არაზუსტი აღმოჩნდა, შემსრულებელი დაწესებულება ღებულობს ზომებს ზუსტი მისამართის დასადგენად. თუ მისამართის დადგენა შეუძლებელი გახდა, მოთხოვნის შემსრულებელი მხარე მოთხოვნის წარმომდგენ დაწესებულებას აცნობებს ამის შესახებ და მოთხოვნას დოკუმენტებთან ერთად უკან უბრუნებს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/8.md
