---
title: "მუხლი 72 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/72"
law: "ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ"
article: "72"
identifier: "matsne 1491085"
adopted: "1996-04-04"
consolidated_as_of: "1998-04-13"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 72 — ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ

> Text consolidated as of 1998-04-13. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ხელშეკრულება საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ, მუხლი 72 (consolidated as of 1998-04-13), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/72

ხელშეკრულება იდება განუსაზღვრელი ვადით. ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს შეუძლიათ მისი დენონსაცია ნებისმიერ დროს, აცნობებენ რა ამის შესახებ ნოტით ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარეს. ხელშეკრულება ძალას კარგავს დენონსაციის შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის შემდეგ. წინამდებარე ხელშეკრულება ხელმოწერილი და ბეჭედდასმულია ხელშეკრულების მონაწილე მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. შესრულებულია ქ. ანკარაში, 1996 წლის 4 აპრილს, სამ ეგზემპლარად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, სამივე ტექსტს თანაბარი ძალა გააჩნია. ამ ხელშეკრულების დებულებათა განმარტებისას უპირატესი ძალა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს სახელით თურქეთის რესპუბლიკის სახელით (ხელმოწერილია)                         (ხელმოწერილია)

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1491085-khelshekruleba-sakartvelos-da-turketis-respublikas-shoris-samokalako-s/71.md
