---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/2"
law: "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 14926"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2008-03-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2008-05-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2008-03-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2008-05-01.
> Cite as: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2008-03-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამედიცინო საქმიანობა – საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაავადებათა პროფილაქტიკასთან, დიაგნოსტიკასთან, მკურნალობასა და რეაბილიტაციასთან და შეესაბამება ქვეყანაში აღიარებულ სამედიცინო მომსახურების პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს;
ბ) სამედიცინო ხარისხის აუდიტი – სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება, ანუ იმის განსაზღვრა, თუ რამდენად შეესაბამება გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი დადგენილ ნორმატივს;
გ) სამედიცინო ან ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დადგენილი მინიმალური მოთხოვნები (შენობის დახასიათება – ნახაზი, კადრები, აპარატურა, სამუშაოს მოცულობა), რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაწესებულება კონკრეტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად
;
დ) ფარმაცევტული საქმიანობა – სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის სფეროში დაკავებული იურიდიული პირის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა.
საქართველოს
200
5 წლის
3
ივნისის კანონი
№
1582
-
I
ს
-
სსმ
I, №
31
,
27
.

06
.200
5
წ
.,
მუხ
.
195

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/3.md
