---
title: "მუხლი 3. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანოები — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/3"
law: "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 14926"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2008-03-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2008-05-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის გამცემი ორგანოები — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2008-03-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2008-05-01.
> Cite as: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2008-03-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/3

1. სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

2. ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – წამლის სააგენტო (შემდგომში – წამლის სააგენტო).

3. სამინისტროსა და წამლის სააგენტოს, როგორც ლიცენზიის გამცემის, უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით.
საქართველოს
200
5 წლის
3
ივნისის კანონი
№
1582
-
I
ს
-
სსმ
I, №
31
,
27
.

06
.200
5
წ
.,
მუხ
.
195

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/4.md
