---
title: "მუხლი 5. ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეები — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5"
law: "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 14926"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2008-03-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2008-05-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეები — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2008-03-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2008-05-01.
> Cite as: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2008-03-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5

„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 18
7
მუხლში აღნიშნული გამონაკლისის გარდა, ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის სახეებია:
ა) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებების) მომზადება  და რეალიზაცია (I ჯგუფის აფთიაქი);
ბ)  სამკურნალო საშუალებების რეალიზაცია     (II ჯგუფის აფთიაქი);
გ) სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) რეალიზაცია (II ჯგუფის აფთიაქი);
დ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებებისა) რეალიზაცია (III ჯგუფის აფთიაქი);
ე) ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების საცალო რეალიზაცია (აფთიაქის ფილიალი);
ვ) სამკურნალო საშუალებების მომზადება და სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებებზე გაცემა, საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი);
ზ) სამკურნალო საშუალებების სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების განყოფილებებზე გაცემა, საცალო რეალიზაციის გარეშე (სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულების აფთიაქი);
თ) სამკურნალო საშუალებების (გარდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა);
ი) ნარკოტიკული საშუალებების იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა);
კ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი და საბითუმო რეალიზაცია (ფარმაცევტული ბაზა);
ლ) სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) წარმოება; წარმოებული სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) ექსპორტი და რეალიზაცია; სამკურნალო საშუალებების (გარდა ნარკოტიკული საშუალებებისა) იმპორტი საკუთარი წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება);
მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი იმ კომბინირებული პრეპარატების წარმოება, რომლებიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკული საშუალებების ჩამონათვალს; წარმოებული პრეპარატების ექსპორტი და რეალიზაცია; პრეპარატების იმპორტი საკუთარი წარმოებისათვის (ფარმაცევტული წარმოება);
ნ) სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი (ლაბორატორია).
საქართველოს
200
5 წლის
3
ივნისის კანონი
№
158
7
-
I
ს
-
სსმ
I, №
29
,
2
1
.

06
.200
5
წ
.,
მუხ
.
1
84

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6.md
