---
title: "მუხლი 6. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6"
law: "სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 14926"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2008-03-21"
legal_force: "not in force"
repealed_on: "2008-05-01"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. სამედიცინო და ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მიღების და დამატებითი სალიცენზიო პირობები — სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ

> Text consolidated as of 2008-03-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> This act lost force on 2008-05-01.
> Cite as: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2008-03-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/6

1. ლიცენზიის მაძიებელმა სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად სამინისტროს, ხოლო ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად წამლის სააგენტოს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარუდგინოს:
ა) სამედიცინო საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად:
ა.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარმოდგენით) (დანართი);
ა.ბ) სამედიცინო დაწესებულების პასპორტი;
ა.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი;
ბ) ფარმაცევტულ საქმიანობაზე ლიცენზიის მისაღებად:
ბ.ა) ინფორმაცია ლიცენზირებადი ფარმაცევტული საქმიანობის განმახორციელებელი სპეციალისტების პროფესიული მომზადების შესახებ (სახელმწიფო სერტიფიკატის დამოწმებული ასლის წარმოდგენით) (დანართი);
ბ.ბ) ფარმაცევტული დაწესებულების პასპორტი;
ბ.გ) ჰიგიენური სერტიფიკატი;
ბ.დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის შემთხვევაში ფარმაცევტის (ფარმაცევტების) დანიშვნის ბრძანება, ცნობები მისი (მათი) ნასამართლობისა და ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე არყოფნის შესახებ;
გ) განაცხადი ხარისხის გარე კონტროლის სისტემაში მონაწილეობაზე.

2. სამკურნალო საშუალებების წარმოებისა და რეალიზაციის ლიცენზიის მისაღებად დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს იმ პრეპარატების ჩამონათვალი, რომელთა წარმოების უფლებასაც ითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით განსაზღვრული სამედიცინო სტანდარტები, ნორმები და დადგენილი წესით წარუდგინოს სამედიცინო სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს.
საქართველოს
200
3 წლის
18
ივლისის კანონი
№
2531
-
რ
ს
-
სსმ
I, №
22
,
08
.

08
.200
3
წ
.,
მუხ
.
163
საქართველოს
200
5 წლის
3
ივნისის კანონი
№
1582
-
I
ს
-
სსმ
I, №
31
,
27
.

06
.200
5
წ
.,
მუხ
.
195

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14926-sameditsino-da-parmatsevtuli-sakmianobis-litsenzirebis-shesakheb/7.md
