---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/1"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/1

ეს კანონი არეგულირებს:
ა) ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას, ეროზიის, ღვარცოფის, მეწყრის, ზვავის, წყალდიდობის, ნიადაგის დაბინძურების, განმეორებითი დაჭაობებისა და დამლაშების, წიაღისეულის, აგრომადნეულისა და საშენი მასალების ღია წესით მოპოვების, აგრეთვე ანთროპოგენური ზეგავლენის შედეგად ნიადაგების დანაკარგების აღკვეთას;
ბ) მლაშობი, ბიცობი, დაჭაობებული, ეროზირებული, მჟავე, ძლიერდაქვიანებული და სხვა დაბალნაყოფიერი ნიადაგების ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებას და რაციონალურ გამოყენებას;
გ) ნიადაგში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები დონეების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოყენების ნორმების დადგენას;
დ) ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა ნიადაგების კონსერვაციის, ნაყოფიერების ამაღლებისა და ექსპლუატაციის, აგრეთვე აგროქიმიკატების გამოყენების ღონისძიებათა განხორციელებისას.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/2.md
