---
title: "მუხლი 10. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/10"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/10

1. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია აგროტექნიკასთან და სასოფლო-სამეურნეო წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებთან, ყველა კატეგორიის მიწებზე ხორციელდება ფიზიკური და იურიდიული პირების სახსრებით.

2. ნიადაგების ქიმიური მელიორაცია და ეროზიისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ღონისძიებები სახელმწიფო საკუთრების მიწებზე ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან, მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად.

3. ნიადაგების გამოკვლევის, მათი ნაყოფიერების შენარჩუნება-ამაღლების ღონისძიებები ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწებზე შემუშავდება და ხორციელდება მათივე სახსრებით, მიწის მესაკუთრეთა ნება-სურვილის მიხედვით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის ან სათანადო ლიცენზიის მქონე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.

4. ტერიტორიის ღია კარიერული წესით დამუშავების შედეგად დაზიანებული ნიადაგების რეკულტივაცია ხორციელდება ამ სამუშაოთა შემსრულებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ.
საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1693 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
თავი VI. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვა და ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/11.md
