---
title: "მუხლი 14. მიწის მესაკუთრის ვალდებულებანი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/14"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "14"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14. მიწის მესაკუთრის ვალდებულებანი ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 14 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/14

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში მიწის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას:
ა) ამ კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნები ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში და შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისათვის განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების რეგლამენტები და მოთხოვნები, ხოლო სასუქების და სხვა ქიმიური პროდუქტების გამოყენებაზე სახელმწიფო სტატისტიკის ორგანოებს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მათ მიერ დადგენილი ვადებისა და წესების შესაბამისად.
თავი VII. საერთაშორისო თანამშრომლობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/15.md
