---
title: "მუხლი 3. კანონის მიზნები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/3"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. კანონის მიზნები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/3

ამ კანონის მიზნებია:
ა) უზრუნველყოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ნიადაგების კონსერვაცია და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესება;
ბ) განსაზღვროს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სამართლებრივ ურთიერთობათა პრინციპები, ხელი შეუწყოს ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობების კოორდინაციას;
გ) უზრუნველყოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისათვის ისეთი ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც საფრთხეს არ შეუქმნის თვით ნიადაგს, ბიომრავალფეროვნებას, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოს;
დ) დაადგინოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა ნორმები, შეზღუდვები და აკრძალვები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/4.md
