---
title: "მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/4"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/4

ამ კანონის მოქმედება ვრცელდება შემდეგ ღონისძიებებზე:
ა) ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე;
ბ) წყალდიდობის, ღვარცოფული, მეწყრული და ზვავური მოვლენების, აგრეთვე ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე;
გ) ნიადაგების გამოკვლევებსა და ნაყოფიერების მონიტორინგზე;
დ) ნიადაგების ნაყოფიერებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე;
ე) ნიადაგების პოტენციური შესაძლებლობების კომპლექსურ გამოყენებაზე.
თავი II. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები და საშუალებები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/5.md
