---
title: "მუხლი 6. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/6"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "6"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/6

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საშუალებებია:
ა) მინერალური და ორგანული სასუქები, აგრომადნეულები, ქიმიური მელიორანტები, წარმოების ნარჩენები;
ბ) ორგანული სასუქების ადგილობრივი რესურსები (ტორფი, ნაკელი, საპროპელი, ბიოჰუმუსი, ორგანული ნარჩენები და სხვა), თესლბრუნვები, ბიოლოგიური მიწათმოქმედება;
გ) ნიადაგების ნაყოფიერების ამაღლების ბიოლოგიური მეთოდები – ქიმიური პროდუქტების ალტერნატიული საშუალებები;
დ) მელიორანტები (კირქვა, დოლომიტი, მერგელი, გლაუკონიტიანი თიხები, ფოსფატები, ბენტონიტები, წარმოების ნარჩენები და სხვა);
ე) ნიადაგების ეროზიის საწინააღმდეგო აგროსატყეო, ჰიდროტექნიკური, ორგანიზაციულ-სამეურნეო და აგროტექნიკური ღონისძიებები;
ვ) მაღალმთიან და მთიან რეგიონებში საძოვართმორიგეობის დამკვიდრება;
ზ) ნიადაგების დამუშავების პროგრესული ტექნოლოგიები, ირიგაცია, დრენაჟი და სრულყოფილი სასოფლო-სამეურნეო მანქანა-იარაღები.
თავი III. ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ურთიერთობები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/7.md
