---
title: "მუხლი 7. შეზღუდვები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/7"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. შეზღუდვები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/7

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად იზღუდება:
ა) ეროზიული პროცესებისაგან ნიადაგების დასაცავად აგროწესების დარღვევით 15 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობების სახნავად ათვისება და ნიადაგების დამუშავება ფერდობების დახრილობის გასწვრივ;
ბ) ფერდობების დატერასება ნიადაგების წინასწარი შერჩევისა და სათანადო დაპროექტების გარეშე;
გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების წესებისა და რწყვის რეჟიმის დარღვევა;
დ) ნიადაგების ნაყოფიერი ფენის მოხსნა შესაბამისი საპროექტო ორგანიზაციის ნებართვის გარეშე;
ე) ნაყოფიერებადაცემული და დეგრადირებული ნიადაგების სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან ამოღება მათი სრულყოფილი გამოკვლევისა და შესაბამისი რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავების გარეშე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/8.md
