---
title: "მუხლი 9. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების ობიექტები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/9"
law: "ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ"
article: "9"
identifier: "matsne 14938"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2023-06-30"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა განხორციელების ობიექტები — ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

> Text consolidated as of 2023-06-30. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2023-06-30), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/9

1. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა ობიექტებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე მშენებარე ან აშენებულ სამოქალაქო და სამრეწველო დანიშნულების ობიექტებთან ახლოს განთავსებული ან წყალსაცავებისა და ტბორების ქვეშ განლაგებული ნიადაგები;
ბ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, დაჭაობებული, გაუდაბნოებული, კორდდაშლილი, დაზიანებული, გაველურებული, ძლიერდაქვიანებული ნიადაგები;
გ) მაღალმთიან, მთისა და მთისწინა რეგიონებში სათიბ-საძოვრებით დაკავებული ფერდობები.

2. დაცულ ტერიტორიებზე, სატყეო ფონდის მიწებზე, მდინარეთა წყალდაცვითი ზოლების და სანიტარიული დაცვის ზონების ფარგლებში ნიადაგდაცვითი ღონისძიებები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. მიწის ნაკვეთები, რომლებიც ექვემდებარება ეროზიისაგან ნიადაგების დაცვას, ქიმიურ მელიორაციას, რეკულტივაციას და სხვა ძირეულ და ზედაპირულ გაუმჯობესებას, დროებით გადაეცემა ტენდერში გამარჯვებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4. ნიადაგის წყლოვანი – მორწყვითი და დაშრობითი – რეჟიმი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი V. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებათა დაფინანსება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14938-niadagebis-konservatsiisa-da-naqopierebis-aghdgena-gaumjobesebis-shesa/10.md
