---
title: "მუხლი 14¹. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/14-1"
law: "იარაღის შესახებ"
article: "14^1"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 14¹. იარაღის ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დასამტკიცებელი აქტები — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 14¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/14-1

1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით − ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის სახისა და კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარდგინებით:
ბ.ა) ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამოქალაქო იარაღის დამზადების (მათ შორის, გადაკეთების) წესს;
ბ.ბ) იმ პნევმატური იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში;
ბ.გ) ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების კონსტრუქციის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომლებიც ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას;
ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;
ბ.ე)
(ამოღებულია - 31.05.2023, №3100)
;

2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წ
ესს.

3. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაამტკიცოს:
ა) ელექტროშოკური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
ბ) გაზის აეროზოლური მოწყობილობის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
გ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები;
დ) ცივი იარაღის ძირითადი ტექნიკური მახასიათებლები.
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/15.md
