---
title: "მუხლი 15. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/15"
law: "იარაღის შესახებ"
article: "15"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დამზადება და შეკეთება — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/15

1. იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა მზადდება და მათი შეკეთება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ლიცენზია გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობა, სადაც იარაღი, მისი ძირითადი ნაწილები და საბრძოლო მასალა/ვაზნა დამზადდება და შეკეთდება, შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტს. ამ ტექნიკური რეგლამენტით განისაზღვრება აგრეთვე შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი.

2. აკრძალულია ცეცხლსასროლი იარაღისა და სასიგნალო იარაღის მართლსაწინააღმდეგო დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ).

3. აკრძალულია ნაწილობრივ ან მთლიანად დამზადებული იარაღის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიის გარეშე რეგისტრაცია.

4. იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის ლიცენზიის გარეშე დამზადება (მათ შორის, გადაკეთება საერთო სიგრძის შეცვლით ან უამისოდ) ან/და შეკეთება იწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4169 – ვებგვერდი, 29.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/14-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/16.md
