---
title: "მუხლი 21¹. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ა — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21-1"
law: "იარაღის შესახებ"
article: "21^1"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21¹. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების წესი, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ა — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 21¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21-1

1. დაუშვებელია გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ღიად, გამოსაჩენად ტარება, აგრეთვე საჯარო სივრცეში დემონსტრირება. გაზის (აირის) იარაღის, გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის საჯარო სივრცეში დემონსტრირებად არ ჩაითვლება მისი საჯარო სივრცეში თავდაცვის მიზნით გამოყენება.

2. დაუშვებელია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ფიზიკური პირის მიერ ტარება. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის (ცნობის) საფუძველზე დასაშვებია ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოდან გატანა, გადატანა-გადაზიდვა ან გადაგზავნა ამ კანონის მე-2 მუხლის „რ
1
“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზნით, მხოლოდ განმუხტულ მდგომარეობაში, ვაზნებისგან განცალკევებულად, რაც გამორიცხავს მისი დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობას. ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

4. გაზის აეროზოლური მოწყობილობის ან/და ელექტროშოკური მოწყობილობის ტარების, შეძენის, საქართველოდან გატანის, გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21-2.md
