---
title: "მუხლი 21². კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21-2"
law: "იარაღის შესახებ"
article: "21^2"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 21². კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 21² (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21-2

1. დაუშვებელია ფიზიკური პირის მიერ კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარება. ამ იარაღის ტარება გულისხმობს ისეთი გარემოების არსებობას, როდესაც ფიზიკურ პირს ეს იარაღი თან აქვს − ხელში უჭირავს, სხეულზე აქვს მიმაგრებული ან ტანსაცმელში ინახავს.

2. დასაშვებია კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, ისტორიულ რეკონსტრუქციაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში გამოყენების, აგრეთვე ექსპონირების მიზნით. აღნიშნული იარაღის ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნითა და სხვა მიზნით გადატანა-გადაზიდვისა და გადაგზავნის წესი დგინდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით პასუხისმგებლობის დაკისრებას.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/21-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/22.md
