---
title: "მუხლი 3. იარაღის სახეები — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/3"
law: "იარაღის შესახებ"
article: "3"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. იარაღის სახეები — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/3

1. იარაღი დანიშნულების შესაბამისად იყოფა შემდეგ სახეებად:
ა) სამოქალაქო იარაღი;
ბ) სამსახურებრივ-საშტატო იარაღი;
გ) სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

2. სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა
საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების წარდგინებით.

3. იარაღი ცივ სასროლ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებულ ცივი სასროლი იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს. იარაღი ცივ იარაღს მიეკუთვნება, თუ იგი შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ცივი იარაღის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12, 14.07.2008 წ., მუხ.9
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6162 - ვებგვერდი, 25.05.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ.
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1267 - ვებგვერდი, 24.12.2025წ.
თავი II
სამოქალაქო იარაღი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/4.md
