---
title: "მუხლი 32¹. იარაღით დროებით მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/32-1"
law: "იარაღის შესახებ"
article: "32^1"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32¹. იარაღით დროებით მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 32¹ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/32-1

1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის, სამონადირეო მეურნეობის, ფედერაციის ან სპორტული ორგანიზაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და განახორციელოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მარეგულირებელი ნორმების დაცვით.

2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია:
ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით;
ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები;
გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის/ვაზნის დაცვა.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.
თავი VII
იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა, პასუხისმგებლობა იარაღის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/33.md
