---
title: "მუხლი 35⁴. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ლიცენზიის/ნებართვის ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობის ლიცენზიის მი — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-4"
law: "იარაღის შესახებ"
article: "35^4"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35⁴. სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ლიცენზიის/ნებართვის ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობის ლიცენზიის მი — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 35⁴ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-4

ფიზიკური პირი/იურიდიული პირი, რომელიც 2025 წლის 1 ივლისამდე ახორციელებდა სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადებას (წარმოებას), შეკეთებას, იმპორტს, ექსპორტს, რეექსპორტს ან ტრანზიტს ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობას, ვალდებულია 2025 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს თავისი საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობა და სასიგნალო იარაღის ან/და მისთვის განკუთვნილი ვაზნის დამზადების (წარმოების), შეკეთების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ლიცენზიის/ნებართვის ან ამ იარაღით ან/და ვაზნით ვაჭრობის ლიცენზიის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-5.md
