---
title: "მუხლი 35⁵. შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-5"
law: "იარაღის შესახებ"
article: "35^5"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35⁵. შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის დროებითი რეგულირება — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 35⁵ (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-5

ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-16 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით, მე-17 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-18 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებამდე ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა, თუ შენობა-ნაგებობები, სადაც სათანადო საქმიანობები ხორციელდება, შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს (ასეთი სტანდარტების არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №448 - ვებგვერდი, 10.04.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/35-6.md
