---
title: "მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები — იარაღის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/4"
law: "იარაღის შესახებ"
article: "4"
identifier: "2264"
adopted: "2003-05-08"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები — იარაღის შესახებ

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: იარაღის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/4

1. სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.

2. სამოქალაქო იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის იარაღი;
ბ) სპორტული იარაღი;
გ) სანადირო იარაღი;
გ
1
) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა;
დ) საკოლექციო იარაღი;
ე) სასიგნალო იარაღი;
ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი;
ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96
საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228
საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/14944-iaraghis-shesakheb/4-1.md
