---
title: "მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/3"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1501227"
adopted: "2011-10-25"
consolidated_as_of: "2021-01-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. საფასური და მისი გადახდის წესი — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2021-01-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2021-01-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/3

1. საფასური არის არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის ამ კანონით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი.

2. საფასური გადაიხდება შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ გან ა ცხადის შეტანამდე ან მისი შეტანის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით. საფასურის გან ა ცხადის შეტანის შემდეგ გადახდის შემთხვევაში იგი გადაიხდება გან ა ცხადის შეტანის დღესვე.

3. თუ მომსახურებ ა გა ი წევა გან ა ცხადის შეტანის დღესვე, საფასური გადაიხდება გან ა ცხადის შეტანამდე. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია საფასური გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების გაწევის შემდეგ, მიუხედავად მომსახურების გაწევის ვადისა.

4. (ამოღებულია – 22.06.2012, №6539) .

5. სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დაწესებული მომსახურების საფასურების განაკვეთები, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესებ ი , ასევე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების პირობებ ი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით . საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ. საქართველოს 2021 წლის 5 იანვრის  კანონი №79 – ვებგვერდი, 06.01.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/4.md
