---
title: "მუხლი 6¹. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/6-1"
law: "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ"
article: "6^1"
identifier: "matsne 1501227"
adopted: "2011-10-25"
consolidated_as_of: "2021-01-05"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6¹. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევა — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ

> Text consolidated as of 2021-01-05. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ, მუხლი 6¹ (consolidated as of 2021-01-05), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/6-1

1. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი შესაბამისი მომსახურებ ა მიიღოს „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების სახეობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.

3. მომსახურების „იუსტიციის სახლის“ მეშვეობით გაწევის შემთხვევაში „იუსტიციის სახლის“ შესაბამისი უფლებამოსილი პირები უზრუნველყოფენ: ა) დაინტერესებული პირის ინფორმირებას მოთხოვნილი მომსახურების გაწევისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურებისა და წარსადგენი დოკუმენტების თაობაზე; ბ) მომსახურების გაწევის შესახებ განცხადების შემტანი დაინტერესებული პირის იდენტიფიკაციას და მის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების მიღებას; გ) მომსახურების გაწევისათვის დაინტერესებული პირის მიერ „იუსტიციის სახლში“ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით მიწოდებას; დ) მომსახურების გაწევისას დამატებითი დოკუმენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამის შესახებ დაინტერესებული პირის ინფორმირებას; ე) მომსახურების გაწევის ან მომსახურების გაწევაზე უარის თქმის შედეგად ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შექმნილი და გადმოცემული დოკუმენტის მიღებას, „იუსტიციის სახლში“ მიტანას და დაინტერესებული პირისათვის დადგენილი წესით გადაცემას.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6539 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1501227-sakartvelos-shinagan-sakmeta-saministros-saarkivo-pondshi-datsuli-doku/7.md
