---
title: "მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/1"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"
article: "1"
identifier: "matsne 1502479"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მუხლი 1 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/1

1. ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (შემდგომში – ქონება) სარგებლობაში გადაცემის სპეციალურ მოთხოვნებს.

2. ეს კანონი არ ვრცელდება: ა) სახელმწიფო საბინაო ფონდზე (გარდა „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული ან/და გადასული უმკვიდრო საცხოვრებელი სახლებისა და ბინებისა); ბ) „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №687 ბრძანებულებით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობებზე; გ) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, პრივატიზებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე.

---
Next article: https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/2.md
