---
title: "მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/2"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 1502479"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/2

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ან უძრავი ნივთი; ბ) ქონების სარგებლობაში გადამცემი – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო (შემდგომში – ეკონომიკური განვითარების სამინისტრო) ან ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანო, რომელიც სახელმწიფოს სახელით სარგებლობაში გადასცემს ქონებას; გ) სარგებლობაში პირველადი გადაცემა – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სარგებლობაში გადაუცემელი ქონების სარგებლობაში გადაცემა საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის (შემდგომში – სახელმწიფო ორგანოები) და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/3.md
