---
title: "მუხლი 3. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/3"
law: "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ"
article: "3"
identifier: "matsne 1502479"
adopted: "2009-11-03"
consolidated_as_of: "2010-07-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 3. ქონების სარგებლობაში გადაცემის ფორმები და პირობები — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ

> Text consolidated as of 2010-07-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ, მუხლი 3 (consolidated as of 2010-07-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/3

1. ქონების სარგებლობაში გადაცემა ხდება ვადით ან უვადოდ, სასყიდლით ან უსასყიდლოდ, კონკურსის ან აუქციონის საფუძველზე ან მათ გარეშე. ქონების სარგებლობაში გადაცემისას მიეთითება მისი ნარჩენი საბალანსო ღირებულება.

2. უძრავი ნივთის სარგებლობაში გადაცემა საჯარო რეესტრში უნდა დაარეგისტრიროს იმ სახელმწიფო ორგანომ, ფიზიკურმა პირმა, საჯარო სამართლის ან კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა, რომელსაც სარგებლობაში გადაეცა ქონება.

3. აკრძალულია სარგებლობაში გადაცემული ქონების იპოთეკით დატვირთვა, დაგირავება, სერვიტუტით დატვირთვა, უძრავ ნივთზე სხვაგვარი განკარგვითი გარიგების დადება ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომელიც იწვევს ქონების მესაკუთრის შეცვლას, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საქართველოს 2010წლის 23 მარტის კანონი №2792-სსმI, №14, 30.03.2010წ., მუხ.81

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1502479-sakhelmwipo-sakutrebashi-arsebuli-konebis-sargeblobashi-gadatsemis-she/4.md
