---
title: "მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/10"
law: "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
article: "10"
identifier: "matsne 1524714"
adopted: "2011-11-24"
consolidated_as_of: "2018-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2018-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2018-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/10

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირის მიერ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის არასწორი მონაცემების ან ყალბი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე მიღება;
ბ) პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების განხორციელება;
გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მიერ
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ
განცხადების წარდგენა;
დ
)
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის
საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების დადგენის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შესახებ.

3. (ამოღებულია - 20.09.2013, №1252).

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში პირს ჩამოერთმევა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობა.

5. უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულის
სტატუსის
შეწყვეტის
შესახებ
ეცნობებათ
შესაბამის
სახელმწიფო
ორგანოს
და
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურს
.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1252
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის კანონი
№3963
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 22 დეკემბრის
კანონი
№190
- ვებგვერდი, 29.12.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/11.md
