---
title: "მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/11"
law: "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 1524714"
adopted: "2011-11-24"
consolidated_as_of: "2018-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის უფლებები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2018-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2018-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/11

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც კანონიერი საფუძვლით იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, სარგებლობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით. გარდა ამისა, მას აქვს შემდეგი პრივილეგიები:
ა) სპორტის შესაბამის სახეობაში საერთაშორისო ფედერაციის თანხმობის შემთხვევაში უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს სახელით, ეროვნული ნაკრები გუნდის შემადგენლობაში;
ბ) თუ ის არის იმ სახელმწიფოს მოქალაქე, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსასვლელად ვიზა ესაჭიროებათ, უფლებამოსილია ვიზის გარეშე გადმოკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 30 დღისა;
გ) საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადების შეტანისას მომსახურების საფასურს იხდის საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შეღავათიანი პირობებით;
დ) უფლებამოსილია კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს დაფინანსებით საქართველოში მიიღოს ზოგადი და უმაღლესი განათლება;
ე) საჯარო სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

2. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ დიასპორისთვის განკუთვნილ სხვადასხვა მიზნობრივ პროგრამაში.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317– ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6437 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2014 წლის 5 მარტის
კანონი №2054
– ვებგვერდი, 17.03.2014წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/12.md
