---
title: "მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/4"
law: "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
article: "4"
identifier: "matsne 1524714"
adopted: "2011-11-24"
consolidated_as_of: "2018-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების პირობები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2018-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2018-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/4

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი ამ კანონის შესაბამისად შეიძლება მიიღოს სრულწლოვანმა პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში;
ბ) არის სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის
მშობლიური ენა მიეკუთვნებ
ა
ქართველურ-
კავკასიურ ენ
ებს.

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირი
ს
საქართველოდან წარმომავლობა ან/და
მისი
მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილება დასტურ
დება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული
სათანადო დასკვნით. შესაბამისი სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების მიზნით გამოიყენოს
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებ
ე
ლი
პირის
მიერ
წარმოდგენილი
დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს მის საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას
, ასევე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილ იმ
მოწმ
ეთა ჩვენებები
, რომლ
ებ
იც საქართველოს მოქალაქ
ეები არიან
,
ან/და იმ
საზოგადოებრივი ორგანიზაცი
ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი
, რომელიც დაინტერესებული
ა
უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულე
ებ
თან დაკავშირებული საკითხებით.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი არასრულწლოვან პირს მიენიჭება ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე.

4. (ამოღებულია - 20.09.2013, №1252).
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.
საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის
კანონი №1252
– ვებგვერდი, 08.10.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/5.md
