---
title: "მუხლი 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/5"
law: "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 1524714"
adopted: "2011-11-24"
consolidated_as_of: "2018-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებისათვის საჭირო დოკუმენტები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2018-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2018-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/5

1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელმა პირმა განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:
ა) 2 ფოტოსურათი;
ბ) პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
გ) (ამოღებულია
–
25.05.2012,
№6301);
დ) (ამოღებულია – 12.06.2012, №6454);
ე) (ამოღებულია – 12.06.2012, №6454);
ვ) სამოტივაციო წერილი;
ზ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. ამ
მუხლის
პირველ
პუნქტში
აღნიშნულ
დოკუმენტებს
შესაძლებელია
დაერთოს
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის
დაბადების
მოწმობა
ან
დაბადების
მოწმობის
შემცვლელი
დოკუმენტი, იმ
საზოგადოებრივი
ორგანიზაციის
დახასიათება
-
შუამდგომლობა
,
რომლის
წევრიც
არის
უცხოეთში
მცხოვრები
თანამემამულის
სტატუსის
მაძიებელი
პირი
,
ასევე
დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს
უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის
საქართველოდან წარმომავლობას ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილებას
.

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად წარსადგენი განცხადების ფორმას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

4. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად
დოკუმენტები წარდგენილ
ი
უნდა იქნ
ე
ს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ
ქართულენოვან
თარგმანთან ერთად
.
ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით განსაზღვრული
დოკუმენტი შეიძლება წარდგენილ იქნეს ამ პუნქტის
მოთხოვნის დაუცველად, თუ იგი შეიცავს
პირის
პერსონალურ მონაცემებს ლათინური ტრანსლიტერაციით.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317– ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6454 – ვებგვერდი, 25.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/6.md
