---
title: "მუხლი 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსთვის განმეორებით მიმართვის საფუძვლები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/7"
law: "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ"
article: "7"
identifier: "matsne 1524714"
adopted: "2011-11-24"
consolidated_as_of: "2018-06-27"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად სააგენტოსთვის განმეორებით მიმართვის საფუძვლები — უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ

> Text consolidated as of 2018-06-27. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ, მუხლი 7 (consolidated as of 2018-06-27), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/7

1. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის
„გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, იგი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს სააგენტოს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.

2. თუ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელ პირს ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით უარი ეთქვა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე, ან თუ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეს უკვე მიღებული სტატუსი შეუწყდა ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, მას არა აქვს უფლება, განმეორებით მიმართოს სააგენტოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მისაღებად
.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1524714-utskhoetshi-mtskhovrebi-tanamemamuleebisa-da-diasporuli-organizatsiebi/8.md
