---
title: "მუხლი 10. სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/10"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "10"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. სააგენტოს უფლებამოსილებანი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/10

1. სააგენტო:
ა) კოორდინაციას უწევს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;
ბ) უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას და შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის საკითხებში ბავშვთა უფლებების დაცვას;
გ) აწარმოებს რეესტრს, უზრუნველყოფს მის სისტემატიზებასა და დამუშავებას;
დ) დროულად ახორციელებს დედობილის/მამობილის ფინანსურ უზრუნველყოფას;
ე) ახორციელებს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროში ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. მხოლოდ სააგენტოა უფლებამოსილი, განახორციელოს საერთაშორისო გაშვილება.

3. სააგენტო ვალდებულია 18 წელს მიღწეული პირის მოთხოვნით მიაწოდოს მას მისი ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე მისი ბიოლოგიური მშობლის (მშობლების) შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში,
ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის
შესაბამისად.

4. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/11.md
