---
title: "მუხლი 12. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/12"
law: "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ"
article: "12"
identifier: "2381"
adopted: "2009-12-18"
consolidated_as_of: "2017-05-04"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. გასაშვილებელი ბავშვის გამოვლენა და აღრიცხვა — შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

> Text consolidated as of 2017-05-04. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2017-05-04), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/12

1. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა, ასევე ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია ნაპოვნი ბავშვის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს.

2. სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი ყველა დაწესებულების ხელმძღვანელი, მიუხედავად ამ დაწესებულების სამართლებრივი ფორმისა ან/და მისი დაქვემდებარებისა, ვალდებულია თავის მიერ სააგენტოსათვის მიწოდებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში ან/და სააგენტოს მოთხოვნით წარუდგინოს მას აღნიშნულ დაწესებულებაში მყოფი ბავშვების ბიოგრაფიული მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

3. ბავშვი რეესტრში აღრიცხვიდან მოიხსნება მხოლოდ გაშვილების, გარდაცვალების, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის შეცვლის ან სრულწლოვანების მიღწევის შემთხვევაში.

4. გასაშვილებელი ბავშვის აღრიცხვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1529579-shvilad-aqvanisa-da-mindobit-aghzrdis-shesakheb/13.md
